LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგაშვილი: მუქარა გომელაურმა გადმომცა, მითხრა, რომ თუ გავახმაურებდი, პრობლემებს დამიმატებდა

„ჩემს მიმართ 16 ივლისს განხორციელებული ბინძური და უკანონო სპეცოპერაცია და მე-12 დაწესებულებაში ჩემზე განხორციელებული მუქარა და არაადამიანური მოპყრობა განხორციელებული იქნა ბიძინა ივანიშვილის დავალებით და მასთან კოორდინაციით“, – ამის შესახებ სუსის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, სოსო გოგაშვილმა განაცხადა.

გოგაშვილის წერილს „ფორმულა“ ავრცელებს.

როგორც გოგაშვილი აღნიშნავს, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებების ნაწილი უკვე წარადგინა და ნაწილსაც ეტაპობრივად წარადგენს. გოგაშვილის განცხადებით, იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მის მიმართ მუქარის გადაცემა შს მინისტრის საშუალებით მოხდა.

„მან განმიმარტა, რომ არ უნდა მეხსენებინა მისი სახელი. ის ძალიან გაბრაზებულია და თუ არ გავჩერდები და გავჩუმდები, მკაცრად დამსჯის. აქამდე რაც გავაჟღერე, ის უნდა გამომესწორებინა შესაბამისი ჩვენებებით და მეტი აღარ უნდა მეხსენებინა ივანიშვილის გვარი.

უარის შემთხვევავში შედეგი იქნებოდა უმძიმესი ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ. მან ასევე გამაფრთხილა, რომ თუ ამ საუბრებს გავახმაურებდი, კიდევ დამიმატებდა პრობლემებს, როგორიცაა საკანში აკრძალული ნივთის აღმოჩენა და პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიერ პროვოცირებული პროვოკაცია.“ – წერს სუსის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი.

ცნობისთვის, გუშინ, 11 აგვისტოს გოგაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ გოგაშვილი ციხის საშხაპეში გაიყვანეს, სადაც ის შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ესაუბრა. ადვოკატის ცნობით, გომელაური მას დაემუქრა. სოსო გოგაშვილი ასევე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისგან მუქარა მანამდეც მიიღო, რომ თუ არ გაჩერდებოდა, მას და მის ოჯახს გაანადგურებდნენ.

ამავე თემაზე:

სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ განხორციელებულ, ფიზიკური განადგურების მუქარაზე გამოძიება უნდა დაიწყოს: ნინო ლომჯარია 

სოსო გოგაშვილის მეუღლე: მივმართავ იუსტიციის და შს მინისტრებს, სუს-ის უფროსს და პრემიერს – თუ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრებს რაიმე ზიანს მიაყენებენ, პასუხისმგებლობას პირადად მათ ვაკისრებ

“კარიდან შევედით, დამატებითი პროცედურები არ გაგვივლია, იმ დახურულ ოთახში, სადაც ვიმყოფებოდით, ბადრაგი შიგნით არ იყო…” – სოსო გოგაშვილის შვილი ციხეში მამასთან შეხვედრაზე საუბრობს