LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ვეძახით უსამშობლოებს? იმიტომ რომ თავად გააკეთეს ეს არჩევანი, როცა უარი თქვეს სამშობლოზე და კოლაბორაციაში შევიდნენ ოკუპანტთან – მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია უსამშობლოებზე წერს, რომლებმაც სამშობლოზე უარი თქვეს და მტრებთან კოლაბორაციაში შევიდნენ.

„რატომ ვეძახით უსამშობლოებს?

იმიტომ რომ თავად გააკეთეს ეს არჩევანი, როცა უარი თქვეს სამშობლოზე და კოლაბორაციაში შევიდნენ ოკუპანტთან. როცა იქცნენ მტრის იარაღად საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ.

ვისაც ჩვენ უსამშობლოს ვეძახით, ყველა ზარბაზანია მტრის ხელში, მომართული საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ.

პუტინის მეზარბაზნეები კი არ არიან, თავად არიან პუტინის ზარბაზნები.

ადამიანი რომელიც იმაზე მიდის, რაზედაც მიდის რუსული ოცნება, სამშობლო აღარ გააჩნია. უსამშობლოა. ადამიანი ვისაც სამშობლო აქვს, ვისაც ჯერ კიდევ სამშობლოდ მიაჩნია ეს ქვეყანა, ასე უბრალოდ ვერ მოიქცევა.

ასე მოქცევას წინ უსწრებს სამშობლოზე უარის თქმა. ამდენად ვინც ასე იქცევა უკვე უსამშობლოა“. – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.