ერთძრავიანი თვითმფრინავი, რომელსაც მხოლოდ პილოტი და ერთი მგზავრი გადაჰყავდა, ძრავის ხარვეზის გამო ავტომობილებით გადატვირთულ მაგისტრალზე დაეშვა და ცეცხლი გაუჩნდა. მომხდარის ვიდეოს USAtoday ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ლაინერში მყოფი ორი ადამიანი სასწაულებრივად გადარჩა.
თვითმფრინავი piper PA-32 ლოს-ანჯელესის სიახლოვეს მდებარე აეროპორტში უნდა დაშვებულიყო, თუმცა ჯერ დაუდგენელი მიზეზების გამო პილოტმა სასწრაფოდ რეაგირება გადაწყვიტა.
მაგისტრალზე დაშვებისას ხომალდმა გზაზე მიმავალი სატვირთო დააზიანა და საბედნიეროდ, ავტომობილში მყოფი ადამიანებიც უვნებლად გადარჩნენ.
