ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაცნობის აპლიკაცია Tesla Dating პაემნისთვის პოტენციურ პარტნიორებს შეარჩევს. ავტორებმა შექმნეს შეფასების მეთოდი, რომელიც თავსებადობას ამერიკული ბრენდის მიმართ დამოკიდებულებით განსაზღვრავს. აპლიკაცია ითვალისწინებს თუ რამდენი ფული დახარჯა წყვილმა ელექტროქარის შესაძენად, ასევე იმას თუ რამდენი შეფასება დაუწერეს მათ „ტესლას“ ინტერნეტში.
მაგალითისთვის უმაღლეს ქულას დაიმსახურებენ ის მომხმარებლები ვინც მოდელი 2019 წლამდე იყიდა, ყოველი შემდეგი წლისთვის კოეფიციენტი სულ უფრო დაბალი იქნება. გარდა ამისა, სისტემა ყველაზე მაღალ ადგილს მიანიჭებს მყიდველს, რომელმაც ყველაზე ძვირადღირებული ელექტროქარი იყიდა და ფული არც აქსესუარების საყიდლად დანანებია.
ასეთი ალგორითმის დამსახურებით აპლიკაცია პაემნისთვის საუკეთესო წყვილს შეარჩევს.
