ნეპალში სიძე-პატარძალმა ქორწილის დღეს სასტიკად იჩხუბა. წყვილმა უბრალოდ ვერ გადაწყვიტა, თუ ვინ ვის აჭმევდა საკვებს პირველს. მომხდარის ვიდეო NDTV-იმ გაავრცელა.
ჩანაწერში კარგად ჩანს, თუ როგორ გადაიზრდება საქორწილო ცერემონია სასტიკ ჩხუბად. მოკლე ვიდეო იმით იწყება, რომ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი სიძე-პატარძალი მათთვის განკუთვნილ ადგილას სხედან.
რამდენიმე წამში ისინი ერთმანეთის გამოკვების რიტუალს იწყებენ, თუმცა ყველაფერი ხელჩართული ბრძოლით სრულდება. ჩანაწერის ბოლოში გადაღებულია, თუ როგორ ცდილობს სიძე გაიღიმოს მაშინ, როცა პატარძალი მას საკვების მიღებას აიძულებს. გარშემომყოფები კი ამ დროს მათ გაშველებას ცდილობენ.
ქორწილის ჩანაწერი სოციალურ ქსელებში გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოიპოვა.
View this post on Instagram
