უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტი უმაღლეს რადაში შეიტანა.
როგორც დეპუტატმა იაროსლავ ჟელეზნიაკმა განაცხადა, კანონპროექტის განხილვა უახლოეს დღეებში შედგება.
„საუბარია საომარი მდგომარეობის 90 დღით გახანგრძლივებაზე, მაგრამ უნდა დაველოდოთ ოფიციალურ დოკუმენტს“,- განაცხადა დეპუტატმა.
