LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებულ 8 წლის დათი ქოქრაშვილს ისრაელიდან საქართველოში სავარაუდოდ, სექტემბერში ჩამოიყვანენ

შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებულ 8 წლის დათი ქოქრაშვილს ისრაელიდან საქართველოში სავარაუდოდ, სექტემბერში ჩამოიყვანენ.

როგორც დათის დედა ქრისტინე მამუკაშვილი აცხადებს, ბავშვს სიცოცხლესთან შეუთავსებელი რისკები არ აქვს და მდგომარეობა სტაბილურია.

„ამ ეტაპზე, გადაუნერგეს კანი და ველოდებით შედეგს, რამდენად მიიღებს ორგანიზმი. ძლიერი ტკივილები აქვს, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია“, – აღნიშნავს ქრისტინე მამუკაშვილი „ინეტერპრესნიუსთან“ საუბრისას.