ქართველმა იუმორისტებმა ვახო ბიჭიკაშვილმა და ნიკა არაბიძემ, ასევე ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” წევრმა პაატა ხაჩიძემ დათი ქოქრაშვილი ისრაელის კლინიკაში მოინახულეს. ამ დღის აღსანიშნავად მათ საერთო ფოტო გადაიღეს და სოციალურ ქსელში ატვირთეს.
შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებულ 8 წლის დათი ქოქრაშვილს ისრაელიდან საქართველოში სავარაუდოდ, სექტემბერში ჩამოიყვანენ.
როგორც დათის დედა ქრისტინე მამუკაშვილი აცხადებს, ბავშვს სიცოცხლესთან შეუთავსებელი რისკები არ აქვს და მდგომარეობა სტაბილურია.
“დათი მოვინახულე ისრაელში, მხიარული და საყვარელი კაცია.. ძალიან კარგად იქნება!” – ვახო ბიჭიკაშვილი

