LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღალი ტემპერატურა, ძლიერი ქარი და ტყის ხანძრების საშიშროება – გაფრთხილება ამ კვირაში მოსალოდნელი ამინდის შესახებ

საქართველოში კვირის ბოლომდე ცხელი ამინდი შენარჩუნდება. მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო აქვეყნებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

სააგენტოს ცნობით, 19 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა (34, 39 გრადუსი).

15 აგვისტოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, ზოგან ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის.