რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „დასავლეთს სჭირდება კონფლიქტები, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს“. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, აშშ და მისი მოკავშირეები ერევიან სხვა ქვეყნების საქმეებში, აწყობენ პროვოკაციას და სამოქალაქო ომებს“.
მისივე განმარტებით, „დასავლეთის ქვეყნები სასოწარკვეთილად მიჯაჭვულნი არიან გაქრობაში მყოფ საკუთარ ჰეგემონიაზე, მაგრამ ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი წარსულს ჰბარდება“.
„დასავლეთის ჰეგემონია მთელი მსოფლიოსთვის სტაგნაციას ნიშნავს. შესაძლებელია დაძაბულობის შემცირება და საერთო საფრთხეების დაძლევა თანამედროვე მრავალპოლარული მსოფლიო სისტემის გაძლიერებით. რუსეთი გააგრძელებს ნაბიჯების გადადგმას უფრო დემოკრატიული სამყაროს მშენებლობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების არსებული მექანიზმების გაუმჯობესებისკენ“ , – აღნიშნა პუტინმა.
