11 აგვისტოს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მარი მამისმედაშვილი სტუმრობდა. მომღერალმა ახალ ნამუშევარზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. გადაცემაში სიმღერის „ოცნება შენზე“ პრემიერა შედგა.
„ჩემი მეუღლე ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია… შეიძლება ძალიან ნიჭიერი იყო და ძალიან კარგი მონაცემები გქონდეს, მაგრამ გვერდში დგომა და დახმარება ძალიან ბევრს ნიშნავს“ – მარი მამისმედაშვილი
