LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და 1,2 მლნ აშშ დოლარად გასაღების მცდელობის ფაქტზე დაკავებულ სამივე პირს პატიმრობა შეეფარდა

რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და 1,2 მლნ აშშ დოლარად გასაღების მცდელობის ფაქტზე დაკავებულ სამივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პროკურორის თქმით, შესაძლებელია ბრალდებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

ბრალდებულთა ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფების პატიმრობაში დატოვება უსაფუძვლოა.

სუს-ი – რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და 1,2 მლნ აშშ დოლარად გასაღების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დავაკავეთ

„იცოდნენ, რომ უნდა გაეყიდათ რადიოაქტიური ნივთიერება, მაგრამ რა ზიანი შეიძლება მოეტანა მათ გათავისებული ნამდვილად არ ჰქონდათ. აქედან გამომდინარე, არ მიმაჩნია, რომ პატიმრობა სწორად იქნა შერჩეული აღკვეთის ღონისძიების სახით. გირაო იქნებოდა აბსოლუტურად საკმარისი იმისთვის, რომ აღკვეთის ღონისძიების მიზნები ყოფილიყო დაკმაყოფილებული“, – განაცხადა დავით როსტომაშვილის ადვოკატმა ზურაბ ჩანქსელიანმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 16 აგვისტოს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და 1,2 მლნ აშშ დოლარად გასაღების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ პირთა ორგანიზებული ჯგუფი, ქალაქ თბილისსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მათსავე კუთვნილ საცხოვრებელ მისამართებზე უკანონოდ ინახავდნენ ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ გამა-გამოსხივების მქონე რადიოაქტიურ ნივთიერებებს.

18 აგვისტოს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად, თავისუფლების აღკვეთას 5-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს“,- აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.