ბათუმში, კლუბ NEW SOHO-ში 20 აგვისტოს უცნობის კონცერტი იგეგმებოდა, თუმცა მისი ჯანმრთელობის გამო, საღამო გადავადდა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ავრცელებს.
“საყურადღებო ინფორმაცია – უცნობის ავად გახდომის გამო 20 აგვისტოს დაგეგმილი კონცერტი გადავადდა, ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის, უცნობს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. გაყიდული ბილეთების თანხა დაბრუნდება tkt.ge ზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
