სერგეი შოიგუ რუსების ევროკავშირში შესვლის აკრძალვის იდეას ნაციზმის გამოვლინებად მიიჩნევს.
„დღეს ჩვენ ვხედავთ ნაცისტური პოლიტიკის კიდევ ერთ ნათელ გამოვლინებას, როდესაც ევროპის მაღალი ტრიბუნებიდან აქტიურად ვრცელდება რუსოფობიური იდეა, რომ რუსეთის ყველა მოქალაქეს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აეკრძალოს“, – აღნიშნა შოიგუმ.
შეგახსენებთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც 30-31 აგვისტოს პრაღაში გაიმართება, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის შესახებ იმსჯელებენ.
