დროებით ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში უპილოტო საფრენი აპარატით შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას მედია საშუალებები ქალაქ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორზე, მიხაილ რაზვოჟაევზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ცნობით, დრონი შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინის სახურავზე შეფრინდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმამ აფეთქება გამოიწვია.
მანამდე, ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში, ევპატორიასა და ბახჩისარაიში, აფეთქება მოხდა. აფეთქებების ფაქტი რუსეთის მიერ კონტროლირებულმა საოკუპაციო ხელისუფლებამაც დაადასტურა.
ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში, ევპატორიასა და ბახჩისარაიში, დღეს დილით აფეთქება მოხდა
