უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპირებული ყირიმის ქალაქებში, ევპატორიასა და ბახჩისარაიში, დღეს დილით აფეთქება მოხდა.
აფეთქებების ფაქტი რუსეთის მიერ კონტროლირებულმა საოკუპაციო ხელისუფლებამაც დაადასტურა.
ყირიმის ე.წ. „ხელმძღვანელის“, სერგეი აქსიონოვის განცხადებით, რუსების საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა.
თვითმხილველების თქმით, ბახჩისარაიში აფეთქებები სამხედრო აეროდრომზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.
