უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით რუსეთმა დონბასში, რამდენიმე მიმართულებით მასიური შეტევა დაიწყო, ბრძოლები გრძელდება.
ამავე ცნობებით, სლავიანსკის მიმართულებით, ტანკებით, არტილერიითა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაბომბვა დაფიქსირდა ნემალენკოეს, სულიგოვკასა და მაზანოვკას მახლობლად.
ამასთან, მოწინააღდეგის ქვედანაყოფები თავდასხმის ოპერაციების ჩატარებას ცდილობდნენ ნოვოდმიტროვკასთან, ვერნოპოლიესა და კურულკასთან ახლოს, მაგრამ უკრაინელმა სამხედრებმა ისინი უკუაგდეს და უკან დახევა აიძულეს.
გენშტაბში აცხადებენ, რომ კრამატორსკის მიმართულებით მოწინააღმდეგემ ქვემეხიდან და სარაკეტო არტილერიიდან ცეცხლი გაუხსნა რამდენიმე დასახლებას. რუსული ძალები ივანო-დარიევკას მახლობლად შეტევის განხორციელებას ცდილობენ, ბრძოლა გრძელდება. უწყების ცნობით, ბახმუტის მიმართულებით რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ზაიცევოს, ბახმუტსკოეს, ვესელოეს, ბახმუტის, ანდრეევკას, კოდემასა და მაიორსკის დასახლებებში.
