LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ენერგიის და საქმიანობის მმართველი პლანეტის – მარსის ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, სპონტანურად მოქმედების და არასტანდარტულად აზროვნების უნარს, კომუნიკაბელურობას და ახალი იდეების განხორციელების სურვილს, მეორეს მხრივ, სულსწრაფობას და უყაირათობას, ზედაპირულობას და ფლირტისადმი მიდრეკილებას გააძლიერებს.

გამოიჩინეთ სიფრთხილე, მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ ზედმეტი ინფორმაციით გონების გადატვირთვას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ცისფერი, ნარინჯისფერი, ნაცრისფერი და კრემისფერი, ასევე ტოპაზი, აკვამარინი, სერდოლიკი, ლალი და გიაცინტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, მორიელს, თხის რქას და თევზებს.