LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საქართველო სიყვარულია“ – ბორის ელცინის შვილიშვილი საქართველოში მეგობრებთან ერთად ისვენებს

რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის შვილიშვილი მოდელი მარია იუმაშევა საქართველოში ისვენებს.

მისი ინსტაგრამიდან ცნობილი ხდება, რომ მან უკვე მოინახულა ყაზბეგი.

ინსტაგრამზე საქართველოში დასვენების ამსახველი ფოტოები და “სტორები” გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ერთობა მეგობრებთან ერთად რესტორანში.

„საქართველო სიყვარულია“, წერს მარია იამუშევა ვიდეოზე, სადაც ის მეგობრებთან ერთად ხინკალს შეექცევა.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მარია იამუშევამ უკრაინის დროშა ატვირთა ინსტაგრამზე, რითაც მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელებს.