LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინამ რუსეთიდან 53 ბავშვის დაბრუნება შეძლო

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით უკრაინამ რუსეთიდან 53 ბავშვის დაბრუნება შეძლო.

მისი თქმით, კიევი ამჟამად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გატაცებული და დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების ე.წ გაშვილებასთან დაკავშირებით სარჩელებს ამზადებს.

„ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვიღებთ ინფორმაციას, აღვრიცხავთ და თუ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკრაინელ ბავშვს აღმოვაჩენთ, ყველაფერს ვაკეთებთ მის დასაბრუნებლად”,- დასძნა ვერეშჩუკმა.

უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, მშობლებს, ნათესავებსა თუ ნაცნობებს შეუძლიათ რეინტეგრაციის სამინისტროს მიერ შექმნილ ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ, რათა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცების შესახებ შეატყობინონ.