„ნეტფლიქსის“ ახალი სერიალი სახელად „გოგონა ოსლოდან“ ნამდვილად მოეწონება ყველას, ვისთვისაც Homeland-ი საყვარელი სერიალი იყო. ეს არის მძაფრსიუჟეტიანი სერიალი, რომლის რეჟისორია ური ბარბაში და რომელიც ისრაელში გადაიღეს. მასში მთავარ როლს ანეკე ვონ დერ ლიპე ასრულებს.
სერიალის სიუჟეტი კი ასეთია. სინას უდაბნოში ვიზიტის დროს ახალგაზრდა ნორვეგიელი გოგონა პია და მისი ორი მეგობარი მოულოდნელად ტერორისტების ალყაში მოექცევიან. გოგონასა და მისი მეგობრებს ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები იტაცებენ და მათი მოკვლით იმუქრებიან, თუ ისრაელის მთავრობა ციხიდან 12 ტერორისტს არ გაათავისუფლებს. გოგონას დედა ნორვეგიელი დიპლომატია, რომელიც საიდუმლო აგენტების გუნდს უკავშირდება, რათა მისი ქალიშვილი სიკვდილიდან იხსნას, სერიალი ეკრანებზე 2021 წლის აპრილში გამოვიდა.
