LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი ქუთაისში – ცეცხლი ყოფილი ფსიქონევროლოგიური დისპანსერის შენობას გაუჩნდა

ქუთაისში, ბარათაშვილის ქუჩაზე ხანძარია.

ცეცხლი ყოფილ ფსიქონევროლოგიურ დისპანსერს მოედო.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობა ბოლო წლების განმავლობაში მიტოვებული იყო და იქ არავინ იმყოფებოდა.

როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველები ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის პროცესი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.