ნორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბრეივიკი, რომელმაც 2011 წელს 77 ადამიანი მოკლა, მიიჩნევს, რომ, 10 წლის იზოლაციაში გატარებით, მისი, როგორც ადამიანის უფლებები დაირღვა. სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ბრეივიკი სამარტოო საკანში ყოფნას აპროტესტებს და მთავრობას უჩივის.
10 წელია, რაც ბრეივიკი სამარტოო საკანში იხდის სასჯელს.
მის მიერ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე თამთა ლიპარტელიანიც დაიღუპა. სასამართლომ ნორვეგიელ ნაციონალისტ ანდერს ბრეივიკს, რომელმაც სახელი ოფიციალურად შეიცვალა და ამჟამად ფიოტოლფ ჰანსენია, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ანდერს ბრეივიკის სარჩელი წარმოებაში არ მიიღო
ბრეივიკს პრეტენზიები აქეთ აქვს: რა უჯდება სახელმწიფოს ტერორისტის რჩენა
