LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გილოცავ სტუდენტობას ჩემი პრინცესა ლიზა” – სად ჩაირიცხა ეკა ბესელიას ქალიშვილი და როგორ მიულოცა ბედნიერმა დედამ სტუდენტობა

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა.

ცნობილი გახდა, რომ ეკა ბესელიას ქალიშვილმა, ლიზი გუბელაძემ სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა.

ეკამ ქალიშვილს მნიშვნელოვანი დღე სოციალურ ქსელში მიულოცა.

„თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ფაკულტეტი – ხელოვნების ისტორია და თეორია.

გილოცავ სტუდენტობას ჩემო პრინცესა ლიზა, გამიხარდა, რომ ხელოვნებისკენ აიღე გეზი. მე მჯერა შენი და ვიცი, რომ ყველაფერს, რაც კარგია, დიდებულია – შეძლებ!“, – წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.