LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა, სამწუხაროდ, ეს განახორციელა საქართველოს პრეზიდენტმა – შეუძლებელია, რომ დავით ბაქრაძე რომელიმე ნიშნით დაწუნებული იყოს: მამუკა მდინარაძე 

ელჩ დავით ბაქრაძეზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიციას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ეხმიანება და აცხადებს, რომ „ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლა, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტმა განახორციელა, რადგან შეუძლებელია დავით ბაქრაძე რომელიმე ნიშნით დაწუნებული იყოს“.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სალომე ზურაბიშვილის მიერ დავით ბაქრაძის აშშ-ში საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია

პრეზიდენტმა გაეროში საქართველოს ელჩად დავით ბაქრაძის დანიშვნას ხელი მოაწერა

მისი შეფასებით, ბაქრაძე ამას არ იმსახურებს და ამიტომ, როცა პრეზიდენტი ამას აკეთებს, „სხვა რამეშია საქმე“.

„ბაქრაძე არის გამოცდილი, პატიოსანი, კეთილსინდისიერი დიპლომატი, საკმაოდ შედეგიანი და დიპლომატიურ წრეებში მაღალი რეპუტაციის მქონე. იმიტომ, რომ პრეზიდენტს პირადად რაღაცის გამო არ მოსწონდა, რეპუტაციულ ზიანს აყენებს მას პიროვნულად და საქართველოს, რომელსაც ის ასეთ მაღალ ტრიბუნაზე წარმოადგენს სამომავლოდ, ნიშნავ და მოდი, ასეთ რეპუტაციულ ზიანს საკუთარ ქვეყანას მაინც ნუ მიაყენებ. რომც იმსახურებდეს, ალბათ, პრეზიდენტმა ასეთი განცხადება არ უნდა გააკეთოს და როცა ამას არ იმსახურებს და პირიქით – ადამიანი შექებას იმსახურებს, მაგრამ საპირისპიროს რომ აკეთებ, აქ ცოტა სხვა რაღაცაშია საქმე“, – განაცხადა მდინარაძემ.

დავით ბაქრაძე წლების მანძილზე იცავდა “ოცნების” და ივანიშვილის ინტერესს, ამიტომ დიპლომატიურ სამსახურში მნიშვნელოვანი თანამდებობით დააჯილდოვეს: სამადაშვილი