LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი ევროკავშირს მოუწოდებს, აკრძალოს რუსული სახელმწიფო ტელეარხები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშირს მოუწოდებს, აკრძალოს როგორც რუსული სახელმწიფო ტელეარხები, ასევე აღნიშნულ მედიებში მომუშავე პროპაგანდისტები.

„არც ერთი რუსული პროპაგანდისტი არ უნდა დარჩეს ევროკავშირის ტერიტორიაზე. არც ერთ რუსულ სახელმწიფო ტელეარხს არ უნდა მიეცეს უფლება გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირის ტერიტორიაზე“, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრაღაში გამართული ფორუმის მონაწილეებისადმი სიტყვით მიმართვისას.

რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერებაზე პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია: ჯოზეფ ბორელი