LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: ნიშანწყალი იმისა, რომ რაიმე განსაკუთრებული ჩარევაა საჭირო, არ არსებობს და სწორედ ამიტომ ვერ დადეს დიაგნოზი ვერც ომბუდსმენის ჯგუფის წარმომადგენლებმა

„ნიშანწყალი იმისა, რომ რაიმე განსაკუთრებული ჩარევაა საჭირო, არ არსებობს და სწორედ ამიტომ ვერ დადეს დიაგნოზი ვერც ომბუდსმენის ჯგუფის წარმომადგენლებმა“, – ამის შესახებ განცხადებას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით აკეთებს.

კობახიძის განმარტებით, „მიხეილ სააკაშვილისთვის სათანადო მომსახურებაა უზრუნველყოფილი როგორც სასჯელაღსრულების, ისე სამედიცინო დაწესებულებაში“.

უცხოელი ექსპერტები გაცილებით მძიმე შთაბეჭდილებით წავიდნენ, ვიდრე სააკაშვილის ისტორიიდან ჰქონდათ – ვითარება რთულია, ეს ყველას უნდა ესმოდეს – ეკა ხერხეულიძე

ვაპირებთ, უახლოეს დღეებში მივმართოთ სამხარაულის ექსპერტიზის ცენტრს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდეს კომპლექსური ექსპერტიზა: ბრეგაძე

„სამედიცინო მომსახურების მიწოდება გაგრძელდება და ამასთან ერთად ჩატარდება ნებისმიერი ექსპერტიზა. დასამალი არაფერია – ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. გახსოვთ, ომბუდსმენის მონაწილეობით შეიქმნა ჯგუფი, დიაგნოზიც კი ვერ გამოიტანეს მათ. რატომ? – იმიტომ რომ სინამდვილეში არავითარი დიაგნოზი არ არსებობს. არავითარი ნიშანწყალი იმისა, რომ რაიმე განსაკუთრებული ჩარევაა საჭირო არ არსებობს და სწორედ ამიტომ ვერ დადეს დიაგნოზი ვერც ომბუდსმენის ჯგუფის წარმომადგენლებმა.

ჩატარდება ექსპერტიზა, ალბათ საჭირო გახდა ის, რომ ყველა სპეკულაციას პასუხი გაეცეს. მიხეილ სააკაშვილი არ უნდა იყოს პრივილეგირებული სხვა პატიმრებთან მიმართებით – დისკრიმინაცია დაუშვებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ადვოკატები მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას 1 წლით ითხოვენ