„ღამის პრაიმ ტაიმში“ ცვლილებებია. „რუსთავი 2“-ის თოქშოუს წამყვანებს შორის ცვლილებებია. გადაცემის თავდაპირველ ექვსეულს ჯერ ბაჩო კოლელიშვილი გამოაკლდა, შემდეგ გადაცემა ზურა ხაჩიძემ დატოვა. ახლახან ცნობილი გახდა, რომ გადაცემას აღარ წაიყვანს ავთანდილ ცქვიტინიძეც.
„ღამის პრაიმ ტაიმის“ წამყვანთან ჯგუფი განახლდა და ნიკუშა ხაჩიძეს, ანი ჩირაძესა და ნინო ჩხეიძეს რეალური შოუს გამარჯვებული, გიორგი ნაზღაიძე დაემატა.
გიორგი უკვე იღებს მილოცვებს სოციალური ქსელის საშუალებით.


