LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: “საჰაერო ძალებს კარგი შედეგი აქვთ, ჩამოგდებულია კალიბრები, ოკუპანტების თავდასხმის ვერტმფრენები, დრონები”

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო ძალებს კარგი შედეგი აქვთ.

“დღეს ჩვენს საჰაერო ძალებს კარგი შედეგი აქვთ – ჩამოგდებულია კალიბრები, ოკუპანტების თავდასხმის ვერტმფრენები, დრონები.

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი ცის ყველა დამცველს “აღმოსავლეთის” საჰაერო სარდლობიდან. ყოველი ასეთი შედეგი უკრაინელების გადარჩენილი სიცოცხლეა.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინამ თავისი ცა რუსული რაკეტებისა და თვითმფრინავებისგან დაიცვას.

ჩვენ მადლობელი ვართ ყველა ჩვენი პარტნიორის, ვინც რუსეთისთვის პასუხის გაცემაში გვეხმარება. უკრაინის საჰაერო თავდაცვაში დახმარება ყველაზე პირდაპირი, ყველაზე აშკარა გზაა ხალხის რუსული ტერორისგან დასაცავად”, – განაცხადა ზელენსკიმ.