LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსი სამხედროების მიერ გახსნილ ცეცხლს 9 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 10 ადამიანი

ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის ზელენოდოლსკის თემი დაბომბეს. რუსი სამხედროების მიერ გახსნილ ცეცხლს 9 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 10 ადამიანი. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.

„რუსებმა ცხრა წლის ბიჭი მოკლეს. მათ ორჯერ გაუხსნეს ცეცხლი „ურაგანებიდან“ ზელენოდოლსკის დასახლებას. წინასწარი მონაცემებით, 10 ადამიანი დაშავდა. ყველა საავადმყოფოშია. უმრავლესობა მძიმედ არის“, – აღნიშნავს რეზნიჩენკო.