2022 წლის 1 სექტემბერს ევროკავშირის ელჩმა რუსეთში თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მარკუს ედერერმა ტელეარხ RTVI-სთან ინტერვიუში განაცხადა, თუმცა წასვლის მიზეზები არ დააკონკრეტა.
“ჩემს პოსტს მშვიდად ვტოვებ. ვფიქრობ, რაც შემეძლო, გავაკეთე. ჩვენ ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა სივრცე, რომელიც სულ უფრო შეზღუდული იყო ხელისუფლების მიერ”, – განაცხადა მან.
მარკუს ედერერი ევროკავშირის ელჩად რუსეთში 5 წლის განმავლობაში მუშაობდა.
