LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კასპში, შუახნის კაცი საკუთარმა ტრაილერმა იმსხვერპლა

უბედური შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტში შუახნის კაცი საკუთარმა ტრაილერმა იმსხვერპლა. ინფორმაციას “მოზაიკა” ავრცელებს.

ადგილობრივების ცნობით, მძღოლს ტრაილერი დაუგორდა და გადაუარა. ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.