LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პესკოვი: რუსეთი მზად არის გამართოს მოლაპარაკებები ზელენსკისთან, მხოლოდ კიევის მხრიდან მოსკოვის პირობების შესრულების თაობაზე

რუსეთი მზად არის გამართოს მოლაპარაკებები ვოლოდიმერ ზელენსკისთან, მხოლოდ კიევის მხრიდან მოსკოვის პირობების შესრულების თაობაზე. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიაში, გადაცემაში საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე – რა საკითხზე შეიძლება, ისაუბროს რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებზე, პესკოვმა უპასუხა:

“იმაზე, თუ როგორ შესრულდება ჩვენი პირობები”, – აღნიშნა პესკოვა და დასძინა, რომ “მოსკოვის წამოყენებული პირობები უცვლელია, ხოლო რუსეთის ოპერაცია მიმდინარეობს და ყველა დასახული ამოცანა შესრულდება”.