LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

UNIAN: უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში მდებარე სოფელი ვისოკოპოლე გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა კონტრშეტევის შედეგად, ხერსონის ოლქში მდებარე სოფელი ვისოკოპოლე გაათავისუფლეს და საავადმყოფოზე უკრაინის დროშა აღმართეს. ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ სამხედრო ჟურნალისტ, ანდრეი ცაპლიენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნულის შესახებ ასევე ვრცელდება სხვადასხვა ტელეგრამ არხებზე.

ამავე ცნობებით, დროშა დღეს დილით აღმართეს.