აშშ-ში, ოჰაიაოს შტატში პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც 1 წლის შვილი მანქანაში 5 საათის განმავლობაში დატოვა, რის გამოც ბავშვი გარდაიცვალა.
CNN-ის ინფორმაციით, 19 წლის ლენდონ პაროტმა ბავშვი მანქანაში იმიტომ დატოვა, რომ სახლში მისთვის ხელი არ შეეშალა. ამ დროის განმავლობაში გარეთ 31 გრადუსი სიცხე იყო.
პოლიციამ სიმართლე მას შემდეგ დაადგინა, რაც კაცმა არათანმიმდევრული ჩვენებები მისცა.
პაროტს გამოძიებამ ორი მუხლით წაუყენა ბრალი. ის ტუქსარავას ოლქის ციხეში იმყოფება.
