იმოქმედეთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით, რადგან დღეს ყველა საკუთარ სიმართლეში ეცდება თქვენს დარწმუნებას.
გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობისას, რადგან მაღალია ჭორების და ინტრიგების, მოტყუების და შეგნებულად შეცდომაში შეყვანის ალბათობა.
პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი გულწრფელობა, არ ღირს ეჭვიანობა და უმიზეზოდ გაბრაზება.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სულიერი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, ინფორმაციის შეგროვებისა და ცოდნის გასაღრმავებლად, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების, დაჯილდოებისა და საიუბილეო საღამოების მოსაწყობად, უცხოელი პარტნიორების მოძიებისა და საზღვარგარეთ კაპიტალის დასაბანდებლად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, ნეფრიტი, აკვამარინი, სერდოლიკი და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი წარმატების მაუწყებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.
