მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 05:51-დან 06:51 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
სიყვარულის და ხელოვნების მმართველი პლანეტის – ვენერას 29 სექტემბრამდე ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, პრაგმატულობას და პასუხისმგებლობას, მოთმინებას და ნებისყოფას, სისუფთავისა და ყველაფრის მოწესრიგების მოთხოვნილებას, წვრილმანებისა და დეტალების დანახვის უნარს, მეორეს მხრივ, სიჯიუტეს და თვითნებობას, სულსწრაფობას და სპონტანურად მოქმედების სურვილს გააძლიერებს.
პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ ცინიზმს და სარკაზმს.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისა და შეკეთებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და კომერცია.
ჯანმრთელობა – არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. კარგი დღეა მავნე ჩვევების დასაძლევად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს და სახსრებს.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ყავისფერი, ნაცრისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი და ოპალი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და მერწყულს.
