LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარა მაკდონალდი: პუტინმა ორი მცდარი ვარაუდი გააკეთა, ის არ მოელოდა უკრაინელი ხალხის ასეთ სიმამაცეს და არ მოელოდა ერთიანობას, არა მხოლოდ დასავლეთისგან, არამედ მთელი მსოფლიოსგან

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ორი მცდარი ვარაუდი გააკეთა.

როგორც კარა მაკდონალდი აღნიშნავს, პუტინი არ მოელოდა უკრაინელების სიმამაცეს და მსოფლიო ერთიანობას.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

„პუტინმა ორი მცდარი ვარაუდი გააკეთა. ის არ მოელოდა უკრაინელი ხალხის ასეთ სიმამაცეს და ის არ მოელოდა ერთიანობას, არა მხოლოდ დასავლეთისგან, არამედ მთელი მსოფლიოსგან. ზუსტად ეს არის გამარჯვების სტრატეგია: არ დაგავიწყდეთ ხალხის ძალა, რომელიც თავისი ღირსებისა და თავისუფლებისთვის იბრძვის.” –  განაცხადა კარა მაკდონალდმა.