LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში ევროკავშირის ელჩი: გუნდთან ერთად დაუღალავად ვიშრომებ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად, ამ პროცესში წვლილის შეტანის შესაძლებლობა უზარმაზარი პრივილეგიაა

“საქართველოში ევროკავშირის ელჩობა ჩემთვის პატივი და ასევე დიდი პასუხისმგებლობაა. ჩემს გუნდთან ერთად დაუღალავად ვიშრომებ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად,” – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ახალი ელჩი, პაველ ჰერჩინსკი მიმართვაში საკუთარ მიმართვაში წერს.

როგორც ჰერჩინსკი აღნიშნავს, პროცესში წვლილის შეტანის შესაძლებლობა უზარმაზარი პრივილეგიაა.

სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში რწმუნებათა სიგელები გადასცა

„გამარჯობა საქართველო! ძვირფასო მეგობრებო! საქართველოში ევროკავშირის ელჩობა ჩემთვის პატივი და ასევე დიდი პასუხისმგებლობაა. ამ თანამდებობაზე დანიშვნა ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს ემთხვევა. ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ახალ რეალობას ქმნის. ჩემს გუნდთან ერთად დაუღალავად ვიშრომებ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდასაჭერად. ამ პროცესში წვლილის შეტანის შესაძლებლობა უზარმაზარი პრივილეგიაა“, – ნათქვამია ელჩის მიმართვაში.