LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ რწმუნებათა სიგელები გადასცა.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორბელიანების სასახლეში რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტმა ელჩთან პირისპირ შეხვედრა გამართა.

საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის ახალ ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა.