LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სენაკის საკრებულოს ყოფილი წევრი, თათია ჯინჯოლავა 31 წლის ასაკში გარდაიცვალა

სენაკის, ყოფილი საკრებულოს წევრი, თათია ჯინჯოლავა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ სენაკის საკრებულოში დაუდასტურეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თათია ჯინჯოლავა ორკვირაზე მეტხანს საკვების ინტოქსიკაციას ებრძოდა.

თათია ჯინჯოლავა 31 წლის იყო. ის თბილისში, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა.