LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიციის გადმოსახედიდან ევროკავშირში გაწევრიანება, კანდიდატის სტატუსი კატასტროფაა – ფიქრობენ, რომ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება ჩაიწერს ქულებს და არც კი უნდათ ეს წარმოიდგინონ

“ევროკავშირში გაწევრიანება რადიკალური ოპოზიციის გადმოსახედიდან არის კატასტროფა. კანდიდატის სტატუსის მიღება მათი გადმოსახედიდან არის კატასტროფა. ისინი ფიქრობენ, რომ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება ჩაიწერს სერიოზულ ქულებს და ეს მათ არც კი უნდათ, რომ წარმოიდგინონ,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 12-ვე პუნქტი შესრულდება ხელისუფლების პასუხისმგებლობით იმ პოლიტიკურ სუბიექტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც ჩართულნი არიან სამუშაო პროცესში.

კობახიძე მელიას განცხადებაზე: მუდმივად საუბრობენ აქციებზე, რიგგარეშე არჩევნებზე, თუმცა ტონზე ეტყობათ, რომ თვითონაც არ სჯერათ იმ მოთხოვნების, რომელსაც აყენებენ

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და პუნქტები გაწერილი. შექმნილია სამუშაო ჯგუფები. ყველას შევთავაზეთ ამ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, რაზეც ბევრმა უარი თქვა, ბევრმა თანხმობა განაცხადა. სამუშაო პროცესი გაიმართება ჯანსაღ გარემოში.

12-ვე პუნქტი შესრულდება ჩვენი პასუხისმგებლობით იმ პოლიტიკურ სუბიექტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც ჩართულნი არიან სამუშაო პროცესში.

ოპოზიციის ნაწილი ჩართულია, ნაწილი არ არის ჩართული. ვინც არ არის ჩართული, ეს მათი პასუხისმგებლობაა და ეს არის მათი მხრიდან ევროკავშირთან მიმართებით უდიერი დამოკიდებულების გამოხატულება. ევროკავშირში გაწევრიანება რადიკალური ოპოზიციის გადმოსახედიდან არის კატასტროფა. კანდიდატის სტატუსის მიღება მათი გადმოსახედიდან არის კატასტროფა. ოპოზიცია ასე უყურებს ამას, რატომ? ისინი ფიქრობენ, რომ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება ჩაიწერს სერიოზულ ქულებს და ეს მათ არც კი უნდათ, რომ წარმოიდგინონ. შესაბამისად, ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ განახორციელონ ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი, რასაც აკეთებენ იმას გააგრძელებენ”,- განაცხადა კობახიძემ.