LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემეტრე ფიფია კარიერას Google -ში გააგრძელებს

“თავისუფალი უნივერსიტეტის” სტუდენტი დემეტრე ფიფია კარიერას Google -ში გააგრძელებს. ინფორმაციას “თავისუფალი უნივერსიტეტი” ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

როგორც ირკვევა, დემეტრე Google Compute Engine Autoscaler-ის გუნდში Software Engineer-ის პოზიციაზე იმუშავებს, ოფისი ვარშავაში მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ დემეტრე “თავისუფალი უნივერსიტეტის” მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებების და ინჟინერიის სკოლის MACS[E] კურსდამთავრებულია.

როგორც “თავისუფალი უნივერსიტეტი” ფეისბუქ გვერდზე წერს, დემეტრე ფიფიას კარიერის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონდა ამაზონშიც, თუმცა დემეტრემ გუგლი აირჩია.