LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CNN: ბერდიანსკში, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალური პირის მანქანა ააფეთქეს

უკრაინის ქალაქ ბერდიანსკში, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული, რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალური პირის ავტომობილი ააფეთქეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

„6 სექტემბერს, ბერდიანსკის ცენტრში, სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის შენობასთან, ქალაქის კომენდანტის არტემ ბარდინის მანქანა ააფეთქეს. აფეთქების შედეგად ქალაქის კომენდანტი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. ექიმები მას აუცილებელ სამედიცინო დახმარებას უწევენ“, – აცხადებენ მერიაში.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება. რუსმა ოკუპანტებმა მომხდარში უკრაინა დაადანაშაულეს.