საბერძნეთის პოლიციამ 40 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა. ბერძნული მედიის ცნობით, ქალს 43 ბინის ძარცვას ედავებიან. გაშიფრულია სქემაც, რითაც გამოძიების ცნობით, ბრალდებული ხელმძღვანელობდა.
საქართველოს მოქალაქე ბერძნულ ოჯახებში დიასახლისად იწყებდა მუშაობას, შემდეგ კი საცხოვრებელი სახლიდან ფული, ოქროს ნივთები და სხვადასხვა სახის ძვირფასეულობა გაჰქონდა.
ბერძენი სამართალდამცველები ქალის ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირს იკვლევენ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ქალი პლასტელინის საშუალებით სახლების კარის გასაღებსაც ამზადებდა და მის თანამზრახველებს გადასცემდა, წინასწარ ეუბნებოდა ძვირფასეულობის ადგილსამყოფელს ამიტომ დანაშაულებრივი ჯგუფი ბინებს რეკორდულ დროში ძარცვავდა.
ჩხრეკის შედეგად დიდი რაოდენობით ოქრო და ძვირფასი ნივთებია ამოღებული.
ნაპოვნი ნივთების სია ასეთია:
- 50 საათი
- ოქროს სანთებელა
- ორი მოოქრული ჯაჭვი
- 22 წყვილი მანჟეტი
- 6 სამაჯური
- 10 საკოლექციო კალამი
- საყურე
- მართლმადიდებლური ეკლესიის 7 მოოქრული ხატი
- 1 წმინდა სახარება ვერცხლის ყუთში
- 7 საფულე
- 1 ლეპტოპი
- 15 ვიდეოკამერა
- 7 საკოლექციო ხმალი
ჩხრეკისას, ქალს ძვირფასი ნივთების გარდა, იარაღის არსენალიც აღმოჩნდა.
3 დასაკეცი დანა
ნაჯახი
2 ცეცხლსასროლი იარაღი
2 რევოლვერი
სხვადასხვა კალიბრის 173 ვაზნა
2 ყუთი საჰაერო ტყვიამფრქვევის გრანულები.
