LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რადიკალური ჯგუფებისთვის ტრიბუნის დათმობა, სწორედაც რომ ახალისებს რადიკალიზმს, რაც საბოლოო ჯამში ქართველ ხალხს ვნებს“ – პაპუაშვილი განმარტავს, რატომ არ ესწრება თბილისის საერთაშორისო კონფერენციას

„იცით, რომ ამ კონფერენციაზე, მათ შორის, პანელზე, წარმოდგენილები არიან რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც მიაგდეს პარლამენტის მანდატები, დღემდე არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმაციას, დღემდე საუბრობენ რეჟიმის ცვლილებაზე“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა და განმარტა, რატომ არ ესწრება თბილისის საერთაშორისო კონფერენციას.

პაპუაშვილის თქმით, მმართველი გუნდის ამოცანაა, მათ შორის, 12 პუნქტის ერთ-ერთი პუნქტია დეპოლარიზაცია, რომელიც, ძირითადად, ოპოზიციის ნაწილის რადიკალიზაციითაა განპირობებული. შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ყველა, ვინც თავს მიიჩნევს ქართველი ხალხის მეგობრად, ვალდებულია, ფოკუსირებული იყოს იმაზე, რომ არ მოხდეს რადიკალური დღის წესრიგის წახალისება.

პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ყველა ჯერზე ოპოზიციის რადიკალური ნაწილი საკუთარ შეცდომებზეც ვერ სწავლობს, არჩევნები 2024 წელს ჩატარდება

„ხოლო რადიკალური ჯგუფებისთვის ტრიბუნის დათმობა, სწორედაც რომ ახალისებს და ნორმად აქცევს რადიკალიზმს, რაც საბოლოო ჯამში ქართველ ხალხს ვნებს, ვინაიდან ეს რადიკალიზაცია სწორედ ამას იწვევს.

იცით, რომ ამ კონფერენციაზე, მათ შორის, პანელზე, წარმოდგენილები არიან რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, რომლებმაც მიაგდეს პარლამენტის მანდატები, დღემდე არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმაციას, დღემდე საუბრობენ რეჟიმის ცვლილებაზე და მათ შორის, თქვენ, მოგიწოდებენ რომ დაყაროთ ხალხის მიერ თქვენთვის მონიჭებული მანდატები – ეს არის ტიპური რადიკალური დღის წესრიგი და ტრიბუნის მიცემა რადიკალური ჯგუფებისთვის მხოლოდ ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს.

ეს არის მიზეზი, რატომაც არ მივიღე მონაწილეობა, რომ ქართველი ხალხის წინაშე ჩემი პასუხისმგებლობა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, არის იმაში, რომ არ წავახალისო რადიკალური დღის წესრიგი.“– განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.