რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შორეულ აღმოსავლეთში მდებარე პრიმოსრკის მხარეში ჩავიდა, სადაც სამხედრო სწავლება „ვოსტოკ-2022“ მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, პუტინი სერგეევკის პოლიგონზე იმყოფება და დახურულ თათბირს თავდაცვის მინისტრ შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროს, გერასიმოვთან მართავს. მისივე ინფორმაციით, თუ ამინდი გაუმჯობესდება, კრემლის ლიდერი სამხედრო წვრთნების მიმდინარეობასაც დააკვირდება.
„ცდილობენ, აჩვენონ „მეგობრობა საზღვრებს გარეშე“ – ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ სამხედრო წვრთნებს იწყებენ
The „Vostok“ რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება - წინა წვრთნებზე, რომელიც 2018 წელს ჩატარდა, რუსეთის, ჩინეთის და მონღოლეთის მხრიდან 300 000 სამხედრო მონაწილეობდა.
ცნობისთვის, სტრატეგიული სამეთაურო-საშტაბო სწავლება 31 აგვისტოს გაიხსნა, აქტიური ფაზა 1 სექტემბერს დაიწყო და 7 სექტემბერს დასრულდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებში რუსი სამხედროების გარდა მონაწილეობს ალჟირის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ჩინეთის, ინდოეთის, ყირგიზეთის და მონღოლეთის შეიარაღებული ძალების 2 ათასზე მეტი სამხედრო.
