LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როგორი ლექსი დაგიწერიათ მამაო“ – მამა პეტრე კოლხმა ნიკო კვარაცხელიას ხსნოვნას ლექსი მიუძღვნა

ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე, სოციალურ ქსელში აზიარებს მამა პეტრე კოლხის ლექსს, რომელიც მან ნიკო კვარაცხელიას ხსოვნას მიუძღვნა.

“შენთვის ლოცვა ჩაუქრობლად ღვივის

ღვთის უბეში როგორ მშვიდად წევხარ”.

Petre kolxi

როგორი ლექსი დაგიწერიათ მამაო??

რომ არა იმედი რომ, ნიკო მართლაც მზის ყოველი სხივია, ზეთისხილის ხეშია, ზეცაშია, ფოთლებშია და ყველაზე მთავარი უფალშია, ალბათ ვერ გავუძლებდით ამ დიდ ტანჯვას?❤️?”,- წერს ნიკო კვარაცხელიას დედა.

ჩემი ნიკო კვარაცხელიას ხსოვნას – ამ სათაურით გაავრცელა მამა პეტრე კოლხმა ლექსი.

“მზე ამოდის,, მზეს გაჰყურებ მუდამ,

ის არასდროს აგვიანებს შენთვის

და უშენოდ სუსტია და ბჟუტავს,

თურმე როგორ გელოდება ღმერთი.

თურმე როგორ მეჩქარება მასთან,

გულში სხვა ფიქრები ჰყვავის,

ყველა დარდი ყველა სიტყვას გასცდა,

უკვდავებას გაუფორმე ზავი…

შენი გზები შენია და მორჩა,

არ გაკადრებ საყვედური წამცდეს,

მიწა ყველა გამორჩეულს ბოჭავს

ალბათ უნდა ნაადრევად გაცდე.

მიწას, დღეს რომ უღმერთობა აკრავს,

ახლა სხვაგან ელოდები სხვა მზეს

კი წახვედი, კი დაგვტოვე, მაგრამ

ვერ გაწყვიტავ გადაჯაჭვულ ხაზებს.

შენთვის ლოცვა ჩაუქრობლად ღვივის

ღვთის უბეში როგორ მშვიდად წევხარ,

შენ ხარ დილის მზის ყოველი სხივი

და პატარა უფლისწულიც შენ ხარ!..”