LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 6 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული ქალწულის, მთვარე კი, მომთმენი და ძლიერი ნებისყოფის თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

თავი შეიკავეთ მკვახე და ცინიკური გამონათქვამებისგან.

არ გადადოთ დღეისთვის დაგეგმილი პროექტები, ბოლომდე მიიყვანეთ ყველა საქმე, რათა მომავალში არ მოგიწიოთ ორმაგი სამუშაოს გაწევა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების დასაწყებად, ავტომობილის და უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელება.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ სიმძიმის აწევას. კარგი დღეა ექიმის კონსულტაციის მიღებისა და მკურნალობის დასაწყებად, თუმცა არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. მოერიდეთ თხილის, თაფლის და სხვა ალერგიული პროდუქტის მირთმევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს და ძვლოვან სისტემას, სახსრებს და კბილებს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ყავისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე აქატი, ქრიზოპრაზი, ონიქსი, ოპალი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს და მშვილდოსანს.