საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„რუსი ჯარისკაცები მასობრივად ბარდებიან ტყვედ ბოლო დღეებში. ასევე გააქტიურდნენ პარტიზანები. ააფეთქეს ზაპოროჟიეს ოლქის დიდი ქალაქის ბერდიანსკის და ლუგანსკის ოლქის ერთ-ერთი ქალაქის საოკუპაციო კერები.
„რეფერენდუმები“ რუსებმა ყველგან გადადეს „უსაფრთხოების“ გამო. მოვლენები ძალიან აჩქარდა და უკრაინელები ხელახლა ანცვიფრებენ მთელ მსოფლიოს.“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
„ოკუპანტებმა უკვე დაიწყეს ყირიმიდან გაქცევა“ – ზელენსკის თქმით, კიდევ 3 დასახლება გაათავისუფლეს
უკრაინის გენშტაბის ცნობით, დონეცკის ოლქის შვიდ დასახლებულ პუნქტთან შეტევა მოიგერიეს
უკრაინული სარდლობის ცნობით, ხერსონის ოლქში რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს
